კლუბის პრეზიდენტი ჟოან გასპარი ლუი ვან გაალს ეყრდნობა, რაც საკმაოდ საკამათო ნაბიჯი ხდება და მმართველობის გაყოფა კლუბში ხუნტუსთან ერთად. თუმცა მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული ვან გაალი თამაშს რიკელმეს ირგვლივ ქმნის, რომელმაც მოიპოვა პრიორიტეტი რივალდოსა და ჰასელბეინკს შორის. ამის გარდა ის წყვიტავს კლუბს აიძულოს უარი თქვას იაპონიაში დასრულებული მუნდიალის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე, რივალდოზე.

მოვიდნენ:
– ხუან რომან რიკელმე (“ბოკა ხუნიორსი”) – 11 მილიონი ევრო
– გაისკა მენდეტა (“ლაციო”) – არენდა
– რობერტ ენკე (“ბენფიკა”) – უფასოდ
– ანდრეს ინიესტა (კანტერა)
წავიდნენ:
– რივალდო (“მილანი”)
– ხოსე რეინა (“ვილიარეალი”)
– რიშარ დიუტრუელი (“ალავესი”)
– სერხი (“ატლეტიკო”)
– ალფონსო (“ბეტისი”)
– ფრანჩესკო კოკო (“მილანი”) (არენდის დასასრული)
– აბელარდო (“ალავესი”)
ხუან რომან რიკელმე საბოლოოდ გადადის “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად. თუმცა არგენტინელმა ვერ შესძლო გულშემატკივრის დამშვიდება, რომლებიც ტიტულების მოუგებლობის გამო მშივრები იყვნენ. რიკელმე “ბარსელონაში” 11 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 6+5 ფორმულის თანახმად. მეორე დანამატი არენდით აყვანილი მენდეტა აღმოჩნდა, რომელიც მუნდიალის მსვლელობის დროს იქნა არენდით აყვანილი, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა ნაადრევად დატოვა ტურნირი. რობერტ ენკე კი კატალონიელებმა უფასოდ მიიღეს, რომელმაც გუნდიდან ბონანოს ამოგდება ვერ მოახერხა.
ვან გაალის მეორედ მოსვლა ვადაზე ადრე დასრულდა. წარუმატებელი შედეგების შემდგომ, გასპარი იძულებული ხდება ვან გაალი კლუბიდან გააგდოს, რაც 2003 წლის 27 იანვარს ხდება. პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატში გუნდი მე-12 პოზიციაზე ხვდება, გასავარდნ ზონამდე კი მხოლოდ 3 ქულაღა აშორებს. აქტივში კი 6 გამარჯვება და 8 მარცხი აქვთ. ამის გარდა “ბარსა” ნაადრევად ვარდება თასიდანაც სადაც სეგუნდა B-ს წარმომადგენელთან, “ნოველდესთან” მარცხდება. გაგდებამდე ცოტა ხნის წინ ლუი ვან გაალმა კლუბში ახლად გადმოსულ ანდრეს ინიესტას პირველად მისცა თამაშის საშუალება და ახალგაზრდა ფეხბურთელს დებიუტიც შეექმნა პირველ გუნდში.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდმა პაბლო სორინი შეიძინა, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი კი რადომირ ანტიჩი გახდა, რომელმაც გუნდში სეზონის ბოლომდე იმუშავა და კლუბი უეფას ზონამდე მიიყვანა. ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონა” 1/4 ფინალში “იუვენტუსთან” ვარდება.
ბოლოს კი საშინელი სეზონი იძულებულს ხდის კლუბის პრეზიდენტს ჟოან გასპარს გულშემატკივრის ზეწოლის გამო თანამდებობიდან გადადგეს. უფლებამოსილება კი ვიცე-პრეზიდენტს ენრიკე რეინას გადაეცა, რომელიც ახალი არჩევნების დაწყებამდე, 15 ივლისამდე კლუბის დროებითი პრეზიდენტია.
სეზონის შედეგები:
– მე-6 ადგილი ესპანეთის ჩემპიონატში
– 1/4 ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე
– პირველი წრე სამეფო თასზე
