workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”ტიაგო სილვას საკმაოდ დიდი ხელფასი აქვს”

როსელი: ”ტიაგო სილვას საკმაოდ დიდი ხელფასი აქვს”

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ახსნა, თუ რატომ არ ეცდება კატალონიური კლუბი პსჟ-ს მცველის, ტიაგო სილვას შეძენას. აღსანიშნავია, რომ ”ბლაუგრანა” ბრაზილიელი ფეხბურთელით წინა ზაფხულშიც ინტერესდებოდა.
”პსჟ-სთან არც კი გვისაუბრია ტიაგო სილვას ტრანსფერის თაობაზე. ჩვენ ვიცით, რომ მისი ხელფასი საკმაოდ დიდია. ეს პრობლემა ”ბარსელონას” შემოსავლების გეგმის სტრუქტურას სრულიად გაანადგურებდა.” – განაცხადა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ზაფხულში ტიაგო სილვა ”მილანიდან” პსჟ-ში 40-45 მილიონ ევროდ გადაბარგდა. მისი ხელფასი ფრანგულ კლუბში წელიწადში 7,5 მილიონ ევროს შეადგენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward