როგორც უკვე იცით, “ბარსელონას” ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ავარიაში მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ იგი არ დაზიანებულა. თუმცა ახლახანს გავრცელდა იმ მანქანის ფოტო, რომლითაც გადაადგილდებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელი, სადაც ნათლად ჩანს თუ რამდენად ძლიერი იყო შეჯახება.
შეგახსენებთ, რომ ალექსისი მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ერთ-ერთმა მისმა თანაგუნდელმა სახლში მიიყვანა და მათ არავითარი დამხმარე ძალებისთვის არ მიუმართავთ. როგორც საგზაო ოფიცრები იუწყებიან, ჩილელი იმაზე სწრაფად მართავდა ავტომობილს, ვიდრე ეს დაშვებული იყო.





