როგორც ესპანური პრესა გვაუწყებს, “ბარსელონას” ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ძლივს გადაურჩა საშინელ ავარიას. როგორც წყარო გვამცნობს, შემთხვევა კატალონიის თასის ფინალის შემდეგ მოხდა, როდესაც ალექსისი უკან ბრუნდებოდა.
ამ დროისთვის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ეს შემთხვევა ძალიან მაღალი სიჩქარის მოძრაობამ გამოიწვია. ფეხბურთელმა დაკარგა კონტროლი და შეეჯახა ერთ მხარეს, საბედნიეროდ ეს ავარია სანჩესისთვის ცუდად არ დამთავრებულა, რადგანაც ამ ინფორმაციით ჩილელი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ასევე საბედნიეროდ ამ ავარიის დროს არ მონაწილეობდნენ სხვა ავტომობილებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მძიმე შედეგი დამდგარიყო.
“ბარსელონას” ფეხბურთელმა ინციდენტის შემდეგ, მანქანა ადგილზე დატოვა და ერთერთ მის თანაგუნდელს აცნობა ეს ყველაფერი, რის შემდეგაც თანაგუნდელმა ალექსისი სახლში მიყვანა. ფეხბურთელს სხვა არავითარ დამხმარე მხარეებისთვის არ მიუმართავს. ასევე ცნობილია, რომ სანჩესი იმ დროისთვის გადაადგილდებოდა “Audi R8”-ს ავტომობილით.



