1 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი ”სიუტატ ესპორტივას” მოედანს დაუბრუნდა და სეზონის უკანასკნელი 2 შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. პირველი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, კატალონიის თასის ფინალში ”ბარსელონა” ”ესპანიოლს” დაუპირისპირდება.
ტიტო ვილანოვას განკარგულებაში დღევანდელ სესიაზე იყვნენ ოიერი, ესპინოსა, ბალიუ, დეულოფეუ, სერხი გომესი, სერხი რობერტო, რაფინია და პატრიკი. ესპანეთის 21 წლამდელთან ნაკრების შეკრების გამო სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს ბარტრამ, მუნიესამ, მონტოიამ, ტიაგომ და ტელიომ. დანი ალვესი კი უკვე ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდა კონფედერაციის თასისთვის მოსამზადებლად.
აბიდალი, მესი და პუიოლი
ამავდროულად აბიდალი, მესი და პუიოლი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებენ. დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში შეძლო ადრიანო კორეიამ. დღეს ის კლუბის ოფისში კონტრაქტის გასახანგრძლივებლად გამოცხადდება.
კატალონიის თასის ფინალის განაცხადი: პინტო, ოიერი, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ალბა, სონგი, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, დოს სანტოსი, სანჩესი, ვილია, პედრო, პატრიკი, ბალიუ, სერხი გომესი, სერხი რობერტო, ესპინოსა, რაფინია და დეულოფეუ.
