workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სონი ანდერსონი: “ბარსელონას” უფრო ძლიერი სათადარიგო სკამი სჭირდება”

სონი ანდერსონი: “ბარსელონას” უფრო ძლიერი სათადარიგო სკამი სჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა სონი ანდერსონმა განაცხადა, რომ კლუბი რაღაცეების ნაკლებობას განიცდის. იტყობინება, ესპანური პრესა. 

ანდერსონი თვლის, რომ კატალონიური კლუბის სათადარიგო ფეხბურთელები მოედანზე შემოსვლისას თამაშის მსვლელობას ვერ ცვლიან და გუნდის თამაშშაც ვერ აძლიერებენ. 

“ცხადია, რომ “ბარსელონას” თამაშის ფილოსოფია არ შეიცვლება. მაგრამ თუ ჩვენ აუცილებელ ცვლილებებზე ვისაუბრებთ ეს სათადარიგო სკამს შეეხება. იქ უფრო ძლიერი ფეხბურთელებია საჭირო, ვთვლი რომ “ბარსელონას” ძალიან მოერგებოდა ტიაგო სილვა. მე მას მსოფლიოში საუკეთესო მცველად ვთვლი.” – განაცხადა, ანდერსონმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward