workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ”სიტუაცია, რომელშიც კასილასი მოხვდა გაუგებარია”

ინიესტა: ”სიტუაცია, რომელშიც კასილასი მოხვდა გაუგებარია”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ისაუბრა იმ გაურკვეველ სიტუაციაზე, რომელშიც იმყოფება მისი თანაგუნდელი ესპანეთის ნაკრებში, იკერ კასილასი, იტყობინება ესპანური პრესა. 

”რეალის” კარის დარაჯს და მთავარ მწვრთნელს შორის აშკარა უთანხმოებაა. კასილასი მოედანზე იმის შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ხელის ტრავმა მიიღო, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, დიეგო ლოპესი ძირითად შემადგენლობაში ყოფნას იმსახურებს. ამის გარდა, მოურინიომ განაცხადა, რომ როდესაც კლუბში ერთი ფეხბურთელი სხვებს ზემოდან უყურებს, ეს ერთგვარ პრობლემებს იწვევს. მართალია მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ფეხბურთელზე ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით ამაზე პასუხი.

სიტუაცია, რომელშიც იკერ კასილასი მოხვდა, ცოტა არ იყოს გაუგებარია. ყველამ იცის თუ რას წარმოადგენდა და რას წარმოადგენს იგი. კი, ლოპესი ძალიან კარგი მეკარეა და შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, მაგრამ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სპორტულ ასპექტს.” – განაცხადა ინიესტამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward