მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონას“ ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გთავაზობთ “ბარსელონას” ფეხბურთელების მატჩის შემდგომ კომენტარებს.

ჩავი ერნანდესი: “გერმანელებმა ყველა ასპექტში გვაჯობეს. ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ მათ”.

ხერარდ პიკე: “წაგება ყოველთვის რთულია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ პირველ ნახევარში, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში გაშვებულმა გოლმა დარჩენილი 45 წუთი ძალიან რთული გახადა. ჩვენ ყველაფერი გავკეთეთ რაც შეგვეძლო, ახლა დროა ლა ლიგაზე გადავერთოთ, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ის , მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს მომავალ სეზონზე.რა თქმა უნდა მესის არყოფნამ გავლენა იქონია, თუმცა მისი ყოფნის შემთხვევაშიც მსგავსი შედეგი დაფიქსირდებოდა”.

დანი ალვესი: “გერმანელებმა ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ფინალში გასვლაც დაიმსახურეს. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის , პირობას გაძლევთ აუცლებლად დავბრუნდებით.როდესაც ეცემი, აუცილებელია ფეხზე წამოდგე და არაოდეს დანებდე. გერმანელების პირველი გოლი ჩვენთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა, ამას ისიც დაემატა, რომ მათ პირველ შეხვედრაში ანგარიშიტ 4–0 დაგვამარცხეს.”

სესკ ფაბრეგასი: “პირველი ნახევარი აუცილებლად გოლით უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა 0–0 კარგი შედეგი იყო. რობენის გოლმა კი ყველაფერი გაართულა. ჩვენ ძალიან დამწუხრებულები ვართ, თუმცა ძალები უნდა მოვიკრიბოთ და რაც შეიძლება მალე მოვიგოთ ესპანეთის ჩემპიონატი. ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. რობენისა და რიბერის შეჩერება ძალიან რთული აღმოჩნდა. არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ, რომ  ერთი–ორი სწრაფი გოლი გაგვეტანა შედეგი სულ სხვაგვარი იქნებოდა, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. “

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში