“ატლეტიკთან” მატჩი სდასრულების შემდეგ ჟორდი როურამ განაცხადა, ის ფაქტი, რომ ბასკებმა თამაშის უკანასკნელ წუთზე შეძლეს გათანაბრება გუნდისთვის “სირცხვილია”.
“მესი კარგად გამოიყურება. მან დღეს კარგი მატჩი ჩაატარა, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კი გეგმის მიხედვით მიდის.“– განაცხადა როურამ ლეო მესიზე, რომეიც 57–ეწუთზე შეუერთდა თამაშს. არგენტინელმა ერთი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გაუკეთა ალექსის სანჩესს. “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მატჩის მოსაგებად. “ატლეტიკთან” გასვლაზე თამაში ყოველთვის ძნელია, გვქონდა მატჩის მოგების შანსი, თუმცა ბასკებმა დაამტკიცეს, რომ მათი დამარცხება ძნელია. ჩვენ დასახულ მიზანს ნელ–ნელა ვუახლოვდებით“.–განაცხადა როურამ.
მთავარი მწვრთელის ასისტენტმა აქო დღვანდელი მატჩის გამორჩეული ფეხბურთელები: ალექს სონგი, ტიაგო ალკანტარა და ალექსის სანჩესი. “სონგი ფანტასტიკური იყო. ტიაგომ და სანჩესმაც არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარეს“–დაასრულა ჟორდიმ.