მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსისმა კვლავ გაამართლა

ალექსისმა კვლავ გაამართლა

“ბარსელონას” ძალიან ბევრ გულშემატკივარს სურს, რომ ალექსის სანჩესმა გუნდი რაც შეიძლება მალე დატოვოს. ისინი დიდი ხანია ამბობენ, რომ სანჩესი გუნდისთვის ზედმეტი ტვირთია და მისი ძირითადში დაყენება “ბარსას” დიდს ვერაფერს მოუტანს. თუმცა თუ გადავხედავთ ჩილელის უკანასკნელ მატჩებს დაინახავთ აშკარა პროგრესს.

“ატლეტიკთან” მატჩიც არ იყო გამონაკლისი. ალექსისმა საკმაოდ კარგად ითამაშა. ის თითოეული ბურთისთვის იბრძოდა და ცდილობდა ყველა შანსი გამოეყენებინა. მატჩის პირველ ნახევარში ალექსის შესანიშნავი შანსი ჰქონდა გოლის გატანის, მეთექვსმეტე წუთზე სანჩესის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ნახევარში კი ჩილელმა ანგარიში “ბარსას” სასარგებლოდ გაზარდა და 69 წუთზე ტაბლოზე 1–2 დააფიქსირა. მატჩის დასრულებიდან 13 წუთით ადრე კი ის ანდრეს ინიესტამ შეცვალა.

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ალექსის 5 გატანილი გოლი დაუგროვდა ლიგაზე, ხუთივე გოლი ჩილელმა ლა ლიგის მეორე წრეში გაიტანა. საგოლე გადაცემებში კი ალექსის სანჩესი მეოთხე ადგილს იკავებს 8 ასისტით, ანდრეს ინიესტას (13), სესკ ფაბრეგასის (11) და ლეო მესის (10) შემდეგ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში