მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “არ მესმის, რატომ არ სურთ ჩვენს გულშემატკივრებს ფინალში “რეალთან” შეხვედრა”

ჩავი: “არ მესმის, რატომ არ სურთ ჩვენს გულშემატკივრებს ფინალში “რეალთან” შეხვედრა”

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი არაა წინააღმდეგი იმისა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდეს, თუ ორივე კლუბი ნახევარფინალური ეტაპის ბარიერს დაძლევს.

მოგეხსენებათ, ტურნირის ნახევარფინალში კატალონიელებს მიუნხენის “ბაიერნთან” ჭიდილი მოუწევთ, როდესაც “სამეფო კლუბი” დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება.

“არ მესმის, რატომ არ სურთ ჩვენი გულშემატკივრების უმრავლესობას ფინალში “რეალთან” დაპირისპირება. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და ფეხბურთით დავტკბეთ. უნდა შეგვეძლოს დარწმუნება იმაში, რომ “ბარსელონა” გამარჯვების მოპოვებას შეძლებს. თამაში ძალიან სანახაობრივი იქნება და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც 1/8 ფინალურ ეტაპზე “მილანის” წინააღმდეგ გამართულ განმეორებით მატჩში”, – განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში