მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო – მომავალი ნახევარდაცვაში

ტიაგო – მომავალი ნახევარდაცვაში

რამდენიმე წელია, ხალხი ჩავის შემცველს ეძებს. ჩავი აღარ გაახალგაზრდავდება და რაც არ უნდა გვიყვარდეს, მისი დრო მოედანზე უკვე დასასრულს უახლოვდება. ერნანდესის შემცველად განიხილებოდა ლონდონის “არსენალიდან” გადმოყვანილი სესკ ფაბრეგასი, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის ჩავისგან განსხვავებული ფეხბურთელია და ის მოედანზე სულ სხვა ფუნქციას ასრულებს. საბედნიეროდ, “ლა მასიას” ჰყავს აღზრდილი ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომლის სახელი და გვარია ტიაგო ალკანტარა. 

ისეთი გრძნობაა, თითქოს სულ  პირველი გუნდის წევრი გახლდათ. მას დებიუტი 2009 წელს ჰქონდა, როდესაც ტიაგო სულ რაღაც 18 წლის იყო. ის ყოველთვის დუბლების მარგალიტი იყო და ნელ-ნელა მან დაიმკვიდრა თავი პირველ გუნდში. მაგრამ მას არ ეძლევა ის სათამაშო დრო, რასაც გულშემატკივარი ელოდა. ამაზე ტიაგოს მამამ მაზინიომაც ისაუბრა და მაშინვე “მანჩესტერ იუნაიტედმა” ალკანტარას მიმართ უდიდესი ინტერესი გამოიჩინა. ჩავარდა “ბარსელონა” პანიკაში”? არა. არის დრო იმისა, რომ მწვრთნელი მას ენდოს? დიახ.

წელს საკმაოდ კარგად გამოჩნდა ის, რომ წამყვანი ფეხბურთელეი გადამწვარები არიან. ჩავიმ ყველაზე მეტი ითამაშა და ამიტომაც გახშირდა ტრავმები, როგორც ერნანდესის კარიერაში, ასევე გუნდში. ეს ცოტა აბსურდს ჰგავს. ტიაგო ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ძირითადში და ფოკუსირება ჩემპიონთა ლიგაზე ხდება, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელები მაინც ყველა მატჩში იღებენ მონაწილეობას. 

არის თუ არა ტიაგო ალკანტარა ჩავის პირდაპირი შემცვლელი? ალბათ არა. ისეთი უნიკალური ფეხბურთელის ჩანაცვლება, როგორიც ჩავი ერნანდესია, ალბათ შეუძლებელია. მაგრამ პასების სიზუსტის მაესტროს ძალიან წააგავს სერხიო ბუსკეტსი. მაგრამ სერხიო პოზიციურად განსხვავდება. ტიაგო ალკანტარა კი ყველაზე ახლოს მიდის ერნანდესთან, რომელსაც შეიძლება ანდონ “ბარსელონას” ნახევარდაცვა.

ტიაგომ წელს ლა ლიგაში ჩაატარა 21 მატჩი, 12 ძირითადში. მისი პასების 96,6% კი ადრესატამდე მივიდა. მან გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 5 საგოლე პასი. ჩავიმ ამ სეზონში ითამაშა 24 მატჩი, 20 ძირითადში. მისი პასების 95,5% ადრესატამდე მივიდა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 ასისტი. ტიაგო ჩავის დონესთან საკმაოდ ახლოსაა. ჩემს არგუმენტს სტატისტიკაც ამყარებს.

და მაინც, ტიაგო განსხვავდება ჩავისგან. ის უფრო ფიქრობს შეტევაზე, აქვს დრიბლინგი და წააგავს ინიესტას. თითქოს, ის “ბარსელონას” ორი საუკეთესო ნახევარმცველის ჩავის და ინიესტას მიქსტურაა. ხშირად ის უშვებს შეცდომებს და ბურთს მარტივად თმობს, მაგრამ ასე ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ცდება. რა თქმა უნდა, ჩავი გამონაკლისია. ის ნამდვილად ინტელექტუალური და ჭკვიანი ფეხბურთელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ტიაგო სულ რაღაც 22 წლისაა.

რამდენი მატჩიც არ უნდა ვნახოთ მისი მონაწილეობით, უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ის ძალიან ნიჭიერია. ამას კი ჩვენ რამდენიმე წელია ვაკეთებთ. თუ დღეს ტიაგო ითამაშებს, ის უფრო გამოცდილი იქნება ხვალ და უფრო მალე და სრულყოფილად ჩანაცვლებს ჩავის. ამისათვის საჭიროა მან მიიღოს მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვან მატჩებში. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pZEtXuclS6s]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში