ტიაგო ალკანტარა: ”სეზონის ამ მონაკვეთში ყველა გუნდი რაღაც მიზნისთვის იბრძვის, ამიტომ სტუმრად მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, ამიტომაც ძალიან მოხარული ვარ ამ გამარჯვებით. ყველა ეპიზოდში ძალიან კარგად გავისარჯეთ და შედეგი მივიღეთ. გვსურს ლა ლიგა რას შეიძლება მალე მოვიგოთ, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. წინ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და შეცდომის უფლება არ გვაქვს”.
სესკ ფაბრეგასი: ”ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია, ასევე რთულ პირობებში თამაში მოგვიწია. სეზონის ამ დროს ბევრი ტრავმირებული გვყავს, რაც უჩვეულოა. სეზონის ბოლო ეტაპს კარგ ფორმაში ვხვდებით”.
კრისტიან ტელიო: ”ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა ყურადღებით ვიყავით. მოხარული ვარ ორი გოლის გატანის გამო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. დღეს უჩვეულო შემადგენლობით ვიყავით, თუმცა იგივე სტილის ფეხბურთი ვითამაშეთ”.
მარკ ბარტრა: ”ჩვენ მეტოქეს შანსი არ მივეცით. მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით ვიყავით. ადრიანოსთან თამაში კომფორტული იყო. ყველანი ყურადღებით ვიყავით და მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით”.