ბრაზილიური “სანტოსისა” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი სილვა დე ოლივიერა ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდება “სანტოსის” ამომავალი ვარსკვლავის ნეიმარის, “ბარსელონაში” გადასვლას.
“ნეიმარი “ბარსელონასათვის” ძალიან კარგი შენაძენი იქნებოდა. ის კარგად შეუწყვილდებოდა მესის და ისინი რა თქმა უნდა ერთმანეთსაც გაუგებდნენ. ცხადია, რომ ნეიმარს “ბარსაში” და გუნდის თამაშის ადაპტაციის გავლა მოუწევს, ბრაზილიაში ყველა ინდივიდუალურად თამაშობს ხოლო კატალონიაში უბრალოდ საჭიროა – სწრაფი პასი.” – განაცხადა ჯოვანიმ.

