პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ მცირე დაზიანების გამო გამოტოვა საფრანგეთის 31-ე ტურის მატჩი. ფეხბურთელმა მატჩის დაწყების წინ მუხლში ტკივილი იგრძნო და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს. ბოლო დღეები იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
ფრანგული პრესა და ანჩელოტი იტყობინებოდნენ, რომ შესაძლოა ტიაგო სილვას ”ბარსელონასთან” არყოფნა, მაგრამ პარიზული კლუბის ექიმები აცხადებენ, რომ ბრაზილიელი აუცილებლად მოახერხებს ფორმის აღდგენას და ”ბარსელონასთან” მატჩში მონაწილეობასაც მიიღებს.


