“პსჟ-ს” მცველმა ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონაში” თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა.
“”ბარსელონაში” თამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში მინდოდა. იქ ჩემი ბევრი კუმირი თამაშობდა და მეც სწორედ მათი გზის გავლა მინდოდა. ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამ კლუბში ვითამაშებ, მაგრამ ახლა მხოლოდ “პსჟ-ზე” ვფიქრობ. მე ა გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და სხვა გუნდზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.”
“ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე არაფერია გადაწყვეტილი. წინ ჯერ კიდევ 90 წუთია სათამაშო და ეს ძალიან ბევრს წყვეტს. ჩვენ დაგვიბრუნდება რამდენიმე ტრავმირებულიდ ა ვფიქრობ “კამპ ნოუზე” უფრო ძლიერები ჩავალთ. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.” – დაასრულა ტიაგომ.


