სალვატორე სირიგუ ამ შეხვედრას ვერ დაივიწყებს. 2011 წლის 27 თებერვალს მისი გუნდი შინ ალექსის სანჩესის და ანტონიო დი ნატალეს ”უდინეზეს” მასპინძლობდა.
ამ შეხვედრაში მეკარემ, რომელიც ამჟამად ”პსჟ”-ს ღირსებას იცავს 7 გოლი გაუშვა. ალექსის სანჩესმა კი 4 გოლის გატანა მოახერხა, ასევე აჩვენა შესანიშნავი თამაში, რის შემდეგაც ”ბარსელონა” დარწმუნდა, რომ ჩილელის შეძენით გუნდი ძალიან გაძლიერდებოდა.
ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ”ბარსელონამ” პეპ გვარდიოლას მოთხოვნით ალექსის სანჩესი ”ნოუ კამპზე” ჩაიყვანა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=zFuNPZMxHNQ]



