მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”პსჟ” – ”ბარსელონა”. დავიდ ვილია მატჩის წინ

”პსჟ” – ”ბარსელონა”. დავიდ ვილია მატჩის წინ

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია, მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას ”პსჟ”-ს წინააღმდეგ.

”მილანთან ”  დაშვებული შეცდომების გამოსწორება
”ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც ”მილანთან” შეხვედრისას დავუშვით, რადგან შემოტრიალება ძნელი იქნება. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ორი კარგი შეხვედრა.

 მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მიუხედავად მცირე და უმნიშვნელო დაზიანებისა, დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ლიგის ამ სტადიაზე ძნელია ფავორიტები დაასახელო. ყველა გუნდმა, რომელიც აქამდე მოვიდა დამსახურებულად მოახერხა ეს. ახლა ნებისმიერი შეიძლება გამოეთიშოს ტურნირს.” – ამბობს ვილია.
სწრაფი გოლი და იბრაჰიმოვიჩის ფაქტორი
 ”ვიცით, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია გოლის გატანა გასვლაზე. თუ შევძელით და უპირატესობა მოვიპოვეთ მეორე მატჩამდე ამ შემთხვევაში მეორე მატჩი ჩვენთვის გაცილებით მარტივი აღმოჩნდება. იბრაჰიმოვიჩი ? ეს სუპერკლასის ფეხბურთელია. მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. ჩემი მომავალი ? უადგილო იქნება ამაზე საუბარი, სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ.” – დაასრულა ესპანელმა. 
 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ROYa2nG5pWg] 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში