რონალდ კუმანი იყო Dream Team-ის ერთ-ერთი ლიდერი. კუმანი ”ბარსას” ღირსებას 1989-1995 წლებში იცავდა და მან კატალონიელების მაისურით 345 მატჩი ჩაატარა. ამ დროში რონალდმა 102 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, ისიც რომ მისი პოზიცია იყო მცველი. ძალიან ცოტა უკანა ხაზელი დაიტრაბახებს ასეთი შედეგით. მისი არაჩვეულებრივი უნარი ჯარიმების და 11-მეტრიანების შესრულების დამატებით პრობლემებს უქმნიდა ”ბარსას” ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. Barca TV გვთავაზობს მის რამდენიმე გოლს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, ”ბარსელონასთვის” პირველი ევროთასის მომპოვებელი გოლი…
[media=http://www.youtube.com/watch?v=LiCJfeO-JHw]


