მოგეხსენებათ, გუშინ არგენტინის ნაკრები ბოლივიის ნაკრებს სტუმრად ხვდებოდა. სათამაშო მოედანი კი ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობდა. ამის შედეგად, არგენტინელი ფეხბურთელების უმრავლესობას პრობლემები შეექმნა, მათ შორის ლიონელ მესის. ფეხბურთელები სირბილის შემდეგ ხშირ-ხშირად საჭიროებდნენ შესვენებას და სულის მოთქმას.
პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენების დროს გასახდელში ლიოს პირღებინება დაეწყო. აღსანიშნავია, რომ მესის გარდა, მსგავს პრობლემებს განიცდიდა ხავიერ მასკერანოც და არგენტინის სხვა წარმომადგენლებიც. მეორე ტაიმი დაგვიანებით დაიწყო, არგენტინის ნაკრების კაპიტნის შეუძლოდ ყოფნის გამო.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობისას არგენტინელებს რამენიმეჯერ დასჭირდათ ჟანგბადის ბალონი. მათ შორის იყო ანხელ დიმარიას, რომელიც წაქცევის შემდეგ, ხელოვნური ჟანგბადის დაუხმარებლად ფეხზე ვერ წამოდგა.
საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა.


[media=http://www.youtube.com/watch?v=l0GpGNdnLEM]