ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა მაქსველმა, რომელიც აქამდე “ბარსელონაში” თამაშობდა, განაცხადა, რომ მის ამჟამინდელ კლუბს გააჩნია საკმარისი ძალა რათა შემდეგ ეტაპზე გააღწიოს.
“ურთულესი შეხვედრები გველის. “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ძალიან მინდა “ბარსელონას” დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა. ვთვლი, რომ საკმარისი ძალები გაგვაჩნია ამის გასაკეთებლად. კატალონიურ კლუბში ბევრი მეგობარი დამრჩა, თუმცა მოედანზე მეგობრობა არ არის. ეს ნამდვილი ორთაბრძოლა იქნება” – განაცხადა ბრაზილიელმა.

მაქსველი: “ძალიან მინდა “ბარსელონა” დავამარცხო”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


