თუ სოციალურ ქსელებში დადებული ფოტოებით ვიმსჯელებთ ვნახავთ, რომ დანი ალვესი და ნეიმარი უახლოესი მეგობრები არიან.
დანი და ნეიმარი მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან ამხანაგურ შეხვედრებზე, რომლებსაც ბრაზილია ატარებს, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ დრო ერთად ყოფნისა. ისინი ერთმანეთის უახლოესი მეგობრები არიან და თავისუფალ დროს, ფაქტიურად სულ ერთად ატარებენ. რამდენიმე საათის წინ Instagram-ზე დანიმ ნეიმართან ერთად კიდევ ერთი სურათი დადო…
ალვესი ყოველთვის იყო მომხრე ნეიმარის ”ბარსელონაში” ტრანსფერისა. მას არაერთხელ გამოუცხადებია, რომ ”ბარსაში” კიდევ ერთი ბრაზილიელის ხილვა სურს. თამაშის შემდეგ მან განაცხადა, რომ თუ ნეიმარი ”სანტოსთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, აუცილებლად მოხვდება კატალონიაში.


