მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის და ვილიას ანგარიშზე ”ბარსას” გოლების 54,7%-ია

მესის და ვილიას ანგარიშზე ”ბარსას” გოლების 54,7%-ია

 ”რაიოსთან” გამარჯვება აძლევს ”ბარსას” იმის უფლებას, რომ საერთაშორისო დასვენების შემდეგ წყნარად დაუბრუნდნენ ლა ლიგის თამაშებს. ამ სეზონში კატალონიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, რა თქმა უნდა, ლეო მესია, ხოლო მას მხარს უბავს ასტურიელი თავდამსხმელი, დავიდ ვილია. მათ ანგარიშზე ”ბარსელონას” გოლების 54,7%-ია.

 126-დან 69… 

 ლეო მესი არის გუნდის მთავარი ბომბარდირი გასაოცარი  55 გოლით, რაც აღემატება ნებისმიერი ევროპელი ფეხბურთელის შედეგს. შარშანდელი რეკორდის განსამეორებლად მას 18 გოლი აკლია, ხოლო ლა ლიგაზე 8 ბურთის გატანის შემთხვევაში იგი მოახერხებს ერთ ჩემპიონატში 50 გოლის დაგროვებას. არამგონია ასეთი შედეგით ვინმემ დაიტრაბახოს, კიდევ დიდი ხნის მანძილზე.

 ამ სეზონში დავიდ ვილია შესანიშნავად უბავს მხარს არგენტინელ სუპერვარსკვლავს. მის ანგარიშზე 14 გოლია და აღსანიშნავია ასტურიელის ცოტა სათამაშო დრო. მატჩების უმეტესობაში იგი თამაშს სათადარიგოთა სკამზე იწყებდა. ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე ერთად არის 69 გოლი, გუნდის 126-დან.

 ორივემ ერთად თავის გამოჩენა მეშვიდეჯერ მოახერხა

”რაიოს” წინააღმდეგ ორივე ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა. ასეთი შემთხვევა ამ სეზონში სულ 7-ჯერ იყო ”რეალ სოსიედადის” (5-1), ”ხეტაფეს” (1-4), ”რაიოს” (0-5), ”ხეტაფეს” (6-1), ”სევილიას” (2-1) და ”მილანის” (4-0) წინააღმდეგ.

 თუ სტატისტიკას უფრო ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ ამ სეზონში კატალონიელებმა ჩაატარეს მხოლოდ 7 მატჩი, რომელშიც არც მესის და არც ვილიას არ ჰქონოდა გოლი გატანილი…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში