”ბარსელონას” თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი სხვადასხვა კლუბების წინადადებების განხილვას და კატალონიის დატოვებას არ აპირებს.
ამის გამო მან უარი განაცხადა ”იუვენტუსთან” და ”ინტერთან” მოლაპარაკებებზე, რომლებიც მის აგენტს დაუკავშირდნენ. ალექსისი წინადადებების მოსმენას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუკი ივნისში ”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი მას განუცხადებს, რომ მას აღარ ენდობიან, იტყობინება ”El Mundo Deportivo”.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესმა მიმდინარე სეზონში პრიმერას 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.



