მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

2003 წლის ცხელი ზაფხული იდგა. სატრანსფერო ფანჯარაში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ ეს ”არაფერი” 1 კვირაში ყველაფრად იქცა. ლაპორტა გულშემატკივრებს დევიდ ბექჰემს ჰპირდებოდა, მაგრამ დევიდმა დედაქალაქელები აირჩია. ამიტომ ”ბარსას” პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა ნიჭიერ და არაამქვეყნიურად ტექნიკურ ახალგაზრდაზე, რომელიც პსჟ-ს ღირსებას იცავდა.  თითქოს და არაფრის მომასწავებელ ზაფხულში განხორციელდა ორი ტრანსფერი, რომლებმაც ესპანური ფეხბურთი რადიკალურად შეცვალეს.

პირველ სეზონში ბრაზილიელმა დაამტკიცა თავისი ინდივიდუალური სიძლიერე, მაგრამ გუნდმა ვერცერთი თასის მოპოვება ვერ მოახერხა, ხოლო 2004 წლიდან იწყება ოცნების რეალობად ქცევა. ”ბარსელონა” გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, ხოლო ფიფამ რონალდინიო წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ამ წლიდან უკვე იწყება ამ ფეხბურთელის მსოფლიო აღიარება. ”ბარსასთან” ერთად ბევრი ტიტული მოიპოვა და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასიცაა.

ამ ფეხბურთელის დიდებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი გულშემატკივარიც კი თვალებაცრემლებული უკრავდა ტაშს ბრაზილიელ ფენომენს. იგი იყო ნამდვილი ”შოუმენი”, რომელიც აკეთებდა მოედანზე ყველაფერს, რასაც ისურვებდა. რონალდინიო თამაშობდა შედეგიან და ამავდროულად, ყველაზე ეფექტურ ფეხბურთს. მისი ხილვა მოედანზე ერთი სიამოვნება იყო…

P.S დღეს ამ შესანიშნავი ფეხბურთელის დაბადების დღეა… დარწმუნებული ვარ, ამ ფეხბურთელმა ძალიან ბევრ თქვენგანს ფეხბურთიც კი შეგაყვარათ. მან არამარტო ”ბარსას” გულშემატკივრებს, არამედ ფეხბურთის მოყვარულებს ძალიან ბევრი დაუვიწყარი წუთი გვაჩუქა. რონალდინიო არის ლეგენდა, რომელიც მუდამ იქნება კულეების გულში…

[media=http://www.youtube.com/watch?v=psTdelFncQ4]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში