ფეხბურთელები აგრძელებენ ”რაიო ვალეიკანოსთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას. რომელიც კვირას გაიმართება. ჩავი ერნანდესი აგრძელებს კუნთის ტრავმის მკურნალობას, რის გამოც ის ამ შეხვედრას გამოტოვებს. ვარჯიშში მონაწილეობა ასევე არ მიუღია კარლეს პუიოლს, რომელსაც გუშინ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ოიერმა ივარჯიშა
გუნდის პირველი მეკარე, ვიქტორ ვალდესი დისკვალიფიცირებულია, ამიტომაც ”ბარსა ბ”-ს მეკარე, ოიერ ოლაზაბალი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რათა პინტოს შემცვლელად მოგვევლინოს ხვალინდელ შეხვედრაში. გასულ კვირას პინტოს შემცვლელი ჟორდი მასიპი იყო.
ფეხბურთელები ”რაიოსთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, 12 საათზე ”ნოუ კამპზე” გამართავენ.
P.S. ესეც ჩემი 3200-ე სიახლე ბარსამანიაზე




