მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი “კლასიკოს” გამოტოვებს

ჩავი “კლასიკოს” გამოტოვებს

“ბარსელონას” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ჩავი ერნანდესი შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატში გასამართ “ელ კლასიკოს” დააკლდება. საქმე ისაა, რომ 33 წლის ნახევარმცველმა, “რეალთან” სათასო დაპირისპირებაში, ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო შტაბმა მისთვის დასვენების მიცემა გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, შაბათს გასამართი “კლასიკო” იმ მნიშვნელობის არაა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჯანმრრთელობის გარისკვა რომ ღირდეს. “ბარსას” ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს და კატალონიელთა უმთავრესი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაა.

ესპანეთის თასზე გამართულ “ელ კლასიკოში”, ჩავიმ მუხლქვედა მყესი დაიზიანა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებულ შეხვედრაში მის თამაშსა და რისკზე წასვლას სჯობს, რომ კატალონიელმა ნახევარმცველმა დაისვენოს და იგი “მილანთან” გასამართი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის მოემზადოს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ ფეხბურთელთაგან, ჩავის “ელ კლასიკოში” ყველაზე მეტჯერ, 37-ჯერ უთამაშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში