მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში კლასიკოზე ფიქრით

აღდგენითი ვარჯიში კლასიკოზე ფიქრით

 

“სევილიასთან” გამართული მატჩიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფეხბურთელებმა მადრიდის “რეალთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადება დაიწყეს. ის მოთამაშეები, რომლებიც გუშინ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ, მათ შორის იყო ალექსის სანჩესი, რომელიც უპრობლემოდ ვარჯიშობდა. ადრიანო დღეს კვლავ განცალკვებით იტვირთებოდა.

დანარჩები “სიუტატ ესპორტივას” პირველ მოედანზე სრული დატვირთით, სამეფო თასის ბურთებით ვარჯიშობდნენ. “ბარსელონა ბ”–დან სესიაზე მეკარე, მიგელ ბანუსი იმყოფებოდა.

მომდევნო სავარჯიშო სესიას გუნდი ხვალ, “სიუტატ ესპორტივაზე” 11 საათზე ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=1GulGXcmd6Y]


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში