მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” 1991 წლის თაობის ტალანტი – ისააკ კუენკა

“ლა მასიას” 1991 წლის თაობის ტალანტი – ისააკ კუენკა

მისი ნამდვილი სახელი ხუან ისააკ კუენკა ლოპესია, იგი ესპანეთის ქალაქ რეუსში დაიბადა 1991 წლის 27 აპრილს. პატარა კუენკამ ფეხბურთის თამაში “ესპანიოლის” აკადემიაში დაიწყო. მაშინ ისააკი მხოლოდ 10 წლის იყო და “ესპანიოლის” აკადემიაში მხოლოდ 2 წელი იმყოფებოდა. 2003 წელს 12 წლის კუენკა მეორე კატალონიური კლუბის “ბარსელონას” აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა ფეხბურთელისათვის არც აქ გატარებული პერიოდი არ აღმოჩნდა ხანგრძლივი, 2006 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქის კლუბ “რეუს დეპორტიუში”. 2008 წელს კი ჩაირიცხა “დამის” რიგებში. 2009 წელს კი კუენკა კვლავ დაბრუნდა “ბარსელონაში”.
ადრეული წლები
2010 წელს კუენკა უკვე “ბარსელონა ბ”-ს წევრი იყო. კატალონიურმა კლუბმა კი გადაწყვიტა, რომ კუენკა გამოცდილების მიღების მხრივ ერთწლიანი არენდით სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე – “საბადელში” გაეშვა. ამ უკანასკნელში კუენკამ 32 მატჩი ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა. 
ისააკის დებიუტი “ბარსელონა ბ”-ს შემადგენლობაში 2011 წლის 4 სექტემბერს “კარტახენას” წინააღმდეგ შედგა, ამ მატჩში კუენკამ თავი გოლით გამოიჩინა. “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში კუენკამ ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
დებიუტი პირველ გუნდში
ისააკის დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში 2011 წლის ოქტომბერში მოხდა, ამავე წლის ოქტომბერში, როცა “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხურ “ვიქტორია პლზენს” ეთამაშებოდა მატჩის მიწურულს 88′-ე წუთზე ისააკ კუენკამ ესპანელი დავიდ ვილია ჩაანაცვლა. 
კუენკასთვის ასევე წარმატებული გამოდგა დებიუტი, პრიმერა დივიზიონშიც. 25 ოქტომბერს “გრანადას” წინააღმდეგ კუენკამ 90 წუთი ითამაშა. ესპანელ ფეხბურთელს თავის კარიერაში პირველი გოლი გააქვს “ბარსელონას” მაისურით 29 ოქტომბერს, “მალიორკას” წინააღმდეგ. საერთო ჯამში კი კუენკასთვის 2011/2012 წლების სეზონი არაჩვეულებრივი გამოდგა, ფეხბურთელმა სადებიუტო სეზონშივე მოახერხა 30 შეხვედრის ჩატარება და თავი 4 გოლითაც გამოიჩინა.
ახალი კონტრაქტი და “აიაქსში” იჯარით გადასვლა
2013 წლის იანვარში კუენკამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. 2013 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს კი, კუენკა იჯარით ჰოლანდიურ “აიაქსს” შეუერთდა, 10 თებერვალს კი კლუბში მისი დებიუტიც შედგა.  
გთავაზობთ ვიდეოს “ლა მასიის” 1991 წლის თაობის ერთ-ერთ წევრზე ისააკ კუენკაზე.

[media=http://www.youtube.com/watch?v=]

P.S: გაგრძელება იქნება.. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში