მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანი” – “ბარსელონა”. კარლეს პუიოლი მატჩის წინ

“მილანი” – “ბარსელონა”. კარლეს პუიოლი მატჩის წინ

 

კარლეს პუიოლი “ბარსელონას” კაპიტანი და “მილანის” მხარდამჭერია. ოთხშაბათს კაპიტანი “ბარსელონას” ფერებს დაიცავს იტალიური გუნდის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე კარლესი “მილანის” საფრთხეებზე საუბრობდა: “მიუხედავად იმისა, რომ მათ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდა ისინი ძლიერები არიან. “მილანი” კარგ ფორმაშია და მათ პატივი უნდა ვცეთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისტორიული გუნდია“.

ბევრი ცვლილება გასული წლის შემდეგ

ეს “მილანის” და “ბარსელონას” მეხუთე დაპირისპირება იქნება ბოლო 2 წელში. 1 წლის წინ იტალიური გუნდი ძალიან განსხვავებული იყო: “ისინი ახალ პროექტს აკეთებენ. 1 წლის წინ მათ გამოცდილი მოთამაშეები ყავდათ. ახლა მათ ნაკლებად გამოცდლი მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ისინი მოწადინებულები არიან. ეს მათ უფრო სახიფათოს ხდის. ჩვენ საკუთარ სტილში თამაში უნდა დავიწყოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს რთული შეხვედრები იქნება, თუკი საქმეს სერიოზულად არ მივუდგებით” – აღნიშნა პუიოლმა, რომელიც იმედოვნებს, რომ გუნდი გოლს არ გაუშვებს.

“ჩვენ ვიბრძოლებთ ტრიპლეტისთვის”

როცა მას “ბარსას” უახლოეს შეხვედრებზე შეეკითხნენ (“მილანი”, “სევილია” და “რეალი” 2-ჯერ) კაპიტანმა განაცხადა: “ვიცით, რომ ეს 10 დღე გადამწყვეტია. ჩვენ ვიბრძოლებთ ტრიპლეტის მოსაგებად, თუმცა ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება. სეზონის ბოლომდე ყველა თამაშს ფინალივით უნდა მივუდგეთ“.

კონტაქტი ტიტოსთან

“ბარსას” კაპიტანმა განაცხადა, რომ ტიტო ვილანოვასთან კავშირი აქვს. “მასთან ვკონტაქტობთ. ვიცით, რომ კლავ მუშაობს და უყურებს მატჩებს. მე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მას, ის კარგ ხასიათზეა და თავს კარგად გრძნობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც მას სჭირდება არის აღდგენა და ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი შედეგები, რათა მან არ იღელვოს“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში