მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 მოთამაშე მოხვდა განაცხადში

19 მოთამაშე მოხვდა განაცხადში

 

“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა გამოაქვეყნა 19 კაციანი სია, რომლებიც ანდალუსიაში გამეგზავრებიან და “გრანადასთან” შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. განაცხადში მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე მოხვდა, გარდა ჯონათან დოს სანტოსისა, რომელსაც ექიმებმა თამაშის უფლება გუშინ მისცეს. ჟორდი როურას განკარგულებაში ტრავმების გამო არ იქნებიან დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი და ერიკ აბიდალი.

ჩავიმ ივარჯიშა და უეფას კონტროლი

“სიუტატ ესპორტივაზე” გამართული ვარჯიშის მთავარი სიახლე ჩავი ერნანდესის დაბრუნება იყო. ნახევარმცველმა თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა. დავიდ ვილია, რომელმაც დილით საავადმყოფო დატოვა დარბაზში იტვირთებოდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდის 10 მოთამაშე უეფას წარმომადგენლებმა შეამოწმეს დოპინგზე. როგორც წესი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მონაწილეებს ხშირად ამოწმებენ. დღეს კონტროლი გაიარეს ვალდესმა, ფაბრეგასმა, ალექსისმა, ტიაგომ, მასკერანომ, ბარტრამ, სერხიომ, პედრო, ალბამ და სონგმა.

მილიტომ ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა გაბრიელ მილიტომ, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა. არგენტინელმა რამდენიმე თვის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ინიესტა, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, ადრიანო, სონგი, ტელიო.

 



ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში