მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო:”ნეიმარი “ბარსელონაში” კონკურენციას გაზრდის”

პედრო:”ნეიმარი “ბარსელონაში” კონკურენციას გაზრდის”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ესპანელ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა, ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელის, ნეიმარის კატალონიურ გრანდში შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, პედრო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად მიიჩნევს და აცხადებს: “თუ ნეიმარი გადმოვა “ბარსელონაში”, გაიზრდება კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება დიდი სათამაშო დროის მიღება, რადგან ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეიმარის მომავლთან დაკავშირებით, კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, მისი ორაზროვანი განცხადებების გამო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში