ლა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის, გუნდების მიერ ესპანეთის თასზე გასამართი შეხვედრიდან ოთხ დღეში ჩატარდება.
კლასიკო შაბათს, ორ მარტს, ლა ლიგის 26-ე ტურის ეგიდით გაიმართება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდების მიერ პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ფრედ, 2-2 დამთავრდა.
“ბარსელონას” უახლოესი შეხვედრების ჩამონათვალი:
16 თებერვალი, შაბათი – 20:00 (23:00 – თბილისი). ლა ლიგა. “გრანადა” – “ბარსელონა”.
20 თებერვალი, ოთხშაბათი – 20:45 (23:45 – თბილისი). ჩემპიონთა ლიგა. “მილანი” – “ბარსელონა”.
23 თებერვალი, შაბათი – 22:00 (01:00 – თბილისი). ლა ლიგა. “ბარსელონა” – “სევილია”.
26 თებერვალი, სამშაბათი – 21:00 (00:00 – თბილისი). სამეფო თასი. “ბარსელონა” – მადრიდის “რეალი”.
2 მარტი, შაბათი – 16:00 ( 19:00 – თბილისი). ლა ლიგა. ” მადრიდის “რეალი” – “ბარსელონა”.