მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ”ტიტო – ჩვენი მამოძრავებელი ძალაა”

მასკერანო: ”ტიტო – ჩვენი მამოძრავებელი ძალაა”

”ბარსაში” მყოფ მასკერანოსთან საუბარი ერთი სიამოვნებაა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში იგი აღსავსეა სიხარულით და კატალონიურ გრანდზე მხოლოდ კარგს ამბობს. ნაკლებად აინტერესებს თემები, რომელიც ბურთს არ ეხება. ამ ინტერვიუს დროს იხედება ფანჯრიდან და დამწუხრებული საუბრობს თავის ყოფილ გუნდზე..

– იქ ძალიან შევიცვალე. მრავალჯერ მითამაშია ”ენფილდზე” და სხვა ინგლისურ სტადიონზე. მერსესაიდელები ძალიან კარგად მეპყრობოდნენ.. ეს კი ძალიან მომწონდა, თავიდან თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ ერთ–ერთი მათგანი ვარ, ვისაც ტიტულები და სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება უნდა. იქ ოთხი წელი გავატარე უტიტულოდ, რაც ძალიან ბევრია… დიდი დაკარგული დროა.

– ”ბარსასთან” შედარებით ყველაფერი ცუდი იქნება… რას იტყვით?

– ვიცი, რომ ”ბარსას” შემდეგ ვეღარაფერს ვეღარ ვნახავ უკეთესს. გამიმართლა, რომ რამდენიმე წელი ჩემს კარიერაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად გავატარე. ამის შემდეგ რეალურ სამყაროში აღარეფერს აღარ ველი უკეთესს.

– როგორც ჩანს, არ გინდათ აქედან წასვლა...

– იმედია კიდევ რამდენიმე წელი მაინც დავრჩები. ბევრი რამ მქონდა უკვე კარიერაში გავლილი და აქ ძალიან გამოცდილი მოვედი. ერთადერთი პრობლემა რაც ”ბარსელონასთან” მაქ ის არის, რომ მალე წასვლა მომიწევს, მაგრამ არავინ არ იცის ეს ”მალე” როდის მორჩება. ძალიან გახარებული ვიყავი ”ლივერპულშიც”, ბრაზილიაშიც და არგენტინაშიც, ჩემს სახლში, მაგრამ მოვახერხე საუკეთესოებთან მოსვლა. რაღაცის მიღწევა ადვილია, ხოლო შენარჩუნება რთული. 

– ჩემის აზრით, თქვენი მნიშვნელობა ამ კლუბში გაიზარდა.. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

– ვფიქრობ, ეს უბრალოდ როტაციის წყალობაა. არასდროს არ მეგონა, რომ ამდენი დროის განმავლობაში ცენტალური მცველის პოზიციაზე ვითამაშებდი. როდესაც გუნდში ყველაფერი კარგადაა ძირითადი მცველები პიკე და პუიოლი არიან. მათთან კონკურენციაზე ფიქრიც კი დანაშაულია. პუიოლი გუნდის გული და სულია, ხოლო პიკე ერთ–ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში, თუ არა საუკეთესო. მაგრამ კლუბის მთავარი წარმატების მიზეზი არის ვილანოვა. ტიტო – ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და თითოეული ფებხურთელი მისთვის ვარჯიშობს, თამაშობს და გამოდის კატალონიური გრანდის მაისურით.

– ხვდებით, რომ ასეთი საუბრითა და ფეხბურთით ბევრ პირად გულშემატკივარს მოიპოვებთ?

– მინდა, რომ ხალხს ვახსოვდე უბრალოდ ისეთი, როგორიც ვარ: შრომისმოყვარე. მინდა, რომ ხალხი საუბრობდეს ჩემზე არა ისე როგორც ლიონელზე (იცინის), არამედ როგორც მებრძოლ მცველზე, რომელიც მუდამ ცდილობდა კატალონიელებისთვის რაიმე სარგებელი მოეტანა.

– მადრიდელებთან 16 ქულა გაშორებთ… არის თუ არა ეს საკმარისი?

– ხალხს ავიწყდება ”ატლეტიკო” და მხოლოდ 9 ქულა ჩვენ შორის. ამ ეტაპზე ”ატლეტიკოსგან” უფრო მეტ სიურპრიზებს ველით, ვიდრე ”რეალისგან”, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს.

– მოდით, ვილაპარაკოთ დედამიწის წარმომადგენლებზე და უცხოპლანეტელებზე.. რომელ მათგანს განეკუთვნება მესი?

– უფ! მე მას DVD-ის მივცემდი და ყველაფერი გარკვეული იქნებოდა. ლეო დომინირებს თამაშზე, მაგრამ ამ დროს თამაში დომინირებს ნებისმიერ სხვა ”ბარსას” ფეხბურთელზე ჩემი ჩათვლით. ლეოზე ყველაფერი პირიქითაა – ზუსტად ამიტომ არის იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მსოფლიოს და არა დედამიწის. როცა უნდა მაშინ ჩაერთვება თამაშში, შემდეგ 10 წუთი დაისვენებს. შემდეგ ისევ შეუერთდება თამაშს და ჰეთ-თრიქს შეასრულებს. ეს არის ლიონელ მესი და ზუსტად იგი ახერხებს 91 გოლის გატანას ერთ წელიწადში. ეს უბრალოდ საოცრებაა.

 P.S. აი ესეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ინტერვიუმ. მართალი გითხრათ მასკერანოს კიდევ ერთი პირადი გულშემატკივარი შეემატა ჩემი სახით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში