“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი, რომელიც “რეგალ ბარსელონას” სახელითაა ცნობილი, ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. ფინალურ მატჩში, კატალონიელებმა “ვალენსია” 85:69 დაამარცხეს.
ფინალის ბრწყინვალედ ჩატარების წყალობით, “რეგალ ბარსელონა” ესპანეთის თასს ისტორიაში 23-ედ დაეუფლა და აქამდე ლიდერ მადრიდის “რეალს” დაეწია.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ “რეგალ ბარსელონას” კალათბურთელი პეტე მიკაელი დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში, ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, “რეგალ ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” 111:108 სძლია. 1/2-ფინალში, კიდევ ერთ ძალზე ძლიერ მეტოქესთან, “კახა ლაბორალთან”, კატალონიელებმა 80:69 მოიგეს.