მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონები, ჩემპიონთა შორის

ჩემპიონები, ჩემპიონთა შორის

2013  წლის პირველი შეხვედრა ესპანეთს ურუგვაისთან ჰქონდა. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ეთამაშებოდნენ სამხრეთ ამერიკის მოქმედ ჩემპიონებს. თამაში ძალიან საინტერესო საყურებელი იყო. მეთექვსმეტე წუთზე ფაბრეგასმა მუსლერას შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ხოლო კრისტიან როდრიგეზის გოლის წყალობით ურუგვაიმ შეძლო პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში საყაიმო ანგარიშით შესვლა. მეორე ტაიმი კი პედროს შოუ იყო. კატალონიელთა თავდამსხმელმა შეძლო მეორე ტაიმში დუბლის გაფორმება და ”ფურია როხას” პირველი გამარჯვება მოუპოვა 2013 წელს.

 თამაში ნელ ტემპში მიმდინარეობდა, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია ამხანაგური მატჩისთვის. ინიესტამ საოცარი მატჩი ჩაატარა. მისი არაჩვეულებრივი ტექნიკითა და დრიბლინგით მან მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა. კაზორლამ შეავსო ჩავის დანაკლისი, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა ამას. ვიქტორ ვალდესმა ძირითადში დაიწყო, რადგან ყველას მოგეხსენებათ კასილასს რთული ტრავმა აქვს. ხოლო პუიოლისთვის ეს გამორჩეული საღამო იყო, მან პირველად ითამაშა სანაკრებო დონეზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ.

 დელ ბოსკემ ერთბაშად სამ ფეხბურთელს მისცა სანაკრებო დონეზე დებიუტის ჩატარება. მან აზპილიკუეტა პირველივე ტაიმში შემოიყვანა, ხოლო მეორე ნახევარში მოედანზე ისკო და მარიო სუარეზი გამოჩდნენ.

 ”ბარსას” თავდამსხმელს პედრო როდრიგესს აკრიტიკებენ კლუბში გატარებული მატჩების მიხედვით. ”ელ კლასიკოშიც” მან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა ერთი-ერთზე მყოფმა, მაგრამ აღსანიშნავია პედროს საოცარი პროგრესი სანაკრებო დონეზე. ბოლო 6 შეხვედრაში მან 9 გოლი გაიტანა. ამაზე აქცენტი დელ ბოსკემაც გააკეთა და აღნიშნა თუ რა კარგი თაობა ეზრდება ესპანეთის ნაკრებს. მართალია მის პირველ გოლში პიკეს მიუძღვოდა წილი, მაგრამ მაინც პედრომ მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში