არგენტინასთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, შვედეთის კაპიტანმა და “პსჟ”-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესასთან საუბარი გამართა. პრესკონფერენციაზე შვედმა მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი შეაქო. მუნდო დეპორტივოსთან საუბრისას მან განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ლეო ფანტასტიკური ფეხბურთელია. ინდივიდუალური კუთხით იგი მსოფლიოში საუკეთესოა. ამ ფაქტზე ბევრი ადამიანი თანხმდება. ამიტომაც მოიგო მან უამრავი ტიტული ბოლო წლებში”.ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი მას პირდაპირი კითხვა დაუსვა: “რომელია საუკეთესო თქვენს შორის?”. რაზეც იბრაჰიმოვიჩმა გულახდილად უპასუხა: “თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ლეომ უკანასკნელ წლებში გააკეთა, ამაზე არანაირი დისკუსია არ უნდა არსებობდეს”
თამაშის წინ კი მან დასძინა: “ლეოსთან თამაში სახალისო და საინტერესო იქნება”



