workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუბისარეტა:”ჩვენ გვიხარია, რომ ქვეყანას ევროპის ორი საუკეთესო კლუბი ჰყავს”

ზუბისარეტა:”ჩვენ გვიხარია, რომ ქვეყანას ევროპის ორი საუკეთესო კლუბი ჰყავს”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა , ანდონი ზუბისარეტამ ისაუბრა ესპანეთის “სამეფო თასის” პირველ შეხვედრაზე, სადაც მადრიდის “რეალმა”, “ბარსას” უმასპინძლა (1-1):

“ბედნიერები ვართ, რომ ქვეყანას ევროპის ორი საუკეთესო კლუბი ჰყავს. ამ მატჩში, ჩვენ მართლაც რომ, გამორჩეული ფეხბურთი ვნახეთ. მადრიდელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, მატჩი უნდა გადაერჩინათ. მათ მეორე ბურთის გატანაც უნდოდათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ძალიან ცოტა მომენტი შექმნეს. “ლა ლიგა” და “სამეფო თასი” ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 1/2 ფინალურ შეხვედრებში.

მე გამაოცა ვარანემ? არა, ფეხბურთელი, რომელიც “რეალის” მაისურით თამაშობს, რა თქმა უნდა ძლიერია,” ციტირებს ზუბისარეტას სიტყვებს AS.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward