მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ ერთად მუშაობის დროს, მას პეპ გუარდიოლამ ბევრი რამ ასწავლა.
“მოხარული ვარ იმის გამო, რომ ისეთ სპეციალისტთან ერთად მუშაობა მომიხდა, როგორიც პეპ გუარდიოლაა. მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მაგალითად: ტაქტიკა, თამაშის წაკითხვის უნარი, ამა თუ იმ მომენტის შერჩევა.”
გარდა ამისა, ინიესტამ აღნიშნა, რომ გუარდიოლას შემცვლელად დანიშნული ტიტო ვილანოვა ნამდვილი ლიდერია.