რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას შეხვდა, იტყობინება ესპანური პრესა.
ესპანელმა ფეხბურთელმა გულახდილად უთხრა მწვრთნელს, რომ გუნდის დატოვება უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. მისი სურვილი განპირობებულია იმით, რომ კატალონიურ კლუბში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ეძლევა. ამავდროულად მისი გადაბირებით ევროპის არაერთი გრანდია დაინტერესებული. ვილიას შეძენა ინგლისის პრემიერ–ლიგის გუნდებს სურთ. მოთამაშემ ვილანოვას ასევე განუცხადა, რომ ის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.


