“მალაგასთან” გამარჯვებიდან 12 საათის შემდეგ გუნდი “სიუტატ ესპორტივაზე” შეიკრიბა და ოთხშაბათს, კვლავ “მალაგასთან” გასამართი შეხვედრისთვის დაიწყო მზადება, რომელიც სამეფო თასის ეგიდით ჩატარდება. დღევანდელ სესიაზე ის მოთამაშეები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებნენ. სესიაზე “ბარსელონა ბ”–ს 2 მოთამაშე, ოიერი და ესპინოსა იმყოფებოდა. დავიდ ვილია დარბაზში ვარჯიშობდა.
დღის მთავარი სიახლე მარკ მუნიესას დაბრუნება იყო. ცენტრალური მცველი, რომელსაც 31 ივლისს ექიმებმა, რამონ კუგატმა და რიკარდ პრუნამ ოპერაცია ჩაუტარეს მუხლის ჯვარედინ მყესებზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=fGMYuCHEzyY]
სურათები:
