workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანოს პსჟ იწვევს

ადრიანოს პსჟ იწვევს

“ბარსას” ბრაზილიელი განაპირა მცველი ადრიანო, შესაძლოა, “პარი სენ ჟერმენში” აღმოჩნდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგული კლუბი ბრაზილიელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს.

ადრიანოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და როგორც ცნობილია, მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. კატალონიური პრესის ცნობით, ბრაზილიელმა კლუბის შეთავაზება იმის გამო უარყო, რომ პსჟ მას უკეთეს პირობებს სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward