“ბარსა ბ”-ს ნახევარმცველი სერხი რობერტო ფეხბურთის თამაშს უახლოესი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ “კორდობასთან” გამართულ შეხვედრაში, მან ტრავმა მიიღო.
სერხი რობერტო “ბარსა ბ”-ს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის თასზე, “კორდობასთან” გამართული შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. პირველ ტაიმში, მან აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, როდესაც ვილიას მე-2 გოლი გაატანინა.
შეხვედრის 51-ე წუთზე, სერხი რობერტომ მარცხენა ფეხში ტკივილი იგრძნო და იგი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 20 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და მის მკურნალობას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება.
თამაში ტრავმირებულმა დაასრულა მატჩის გმირმა, დავიდ ვილიამაც. შეხვედრის ბოლო წუთებში, როდესაც ყველაფერი უკვე გარკვეული იყო და მასპინძლებს სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდათ, ასტურიელმა ორივე ფეხში ტკივილი იგრძნო და თავის დაზღვევის მიზნით, “ბარსას” სამწვრთნელო შტაბმა მისი მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა.