“კატალონიის “ბარსელონას” 28 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებზე, რომელთა თანახმად თითქოს კატალონიური კლუბის ასტურიელი ფორვარდი დავიდ ვილია კლუბს ზამთარში ტოვებდა.
“არ ვიცი დევს თუ არა რაიმე სიმართლე ვილიას გუნდიდან წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციებში. ვფიქრობ, რომ არა. როგორც არ უნდა იყოს, მე არ მინდა, რომ დავიდმა კლუბი დატოვოს. იმიტომ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია “ბარსელონასათვის” – განაცხადა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრი ჭორები დადიოდა, თითქოს ვილია გუნდში საკუთარი ადგილით უკმაყოფილო იყო და კლუბის დატოვება სურდა, თუმცა ეს ინფორმაციები უკვე კლუბის წარმომადგენლებმაც არაერთხელ უარყვეს.


