მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: “ყოველთვის რობერტო კარლოსივით თამაში მსურდა”

ადრიანო: “ყოველთვის რობერტო კარლოსივით თამაში მსურდა”

 

“ბარსელონას” მცველმა, ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ მისი საფეხბურთო კუმირი ყოველთვის რობერტო კარლოსი იყო, რომელიც ამჟამად “ანჟის” სპორტული დირექტორია.

 

“როცა ფეხბურთის სწავლას ვიწყებდი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ყოველთვის მსურდა, რომ რობერტო კარლოსს დავმსგავსებოდი. ასევე სულ მსურდა ფლანგზე მეთამაშა” – განაცხადა ადრიანომ.

 

იმის შესახებ, რომ ის ორივე ფეხით შესანიშნავ დარტყმას ფლობს მან განაცხადა: “ერთხელ ფეხის ტრავმა მივიღე და მამაჩემმა მირჩია, რომ მეორე ფეხით თამაში მესწავლა. მან მითხრა: “თუკი გინდა, რომ კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე დაიმახსოვრე, რომ ის მოთამაშე, რომელიც ორივე ფეხს კარგად ფლობს უპირატესობა აქვს და მოედანზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება” – მამაჩემი მართალი იყო, რადგან ეს “ბარსელონაში” მოხვედრაში დამეხმარა“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში