მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტელიომ 2016 წლამდე გაახანგრძლივა

ტელიომ 2016 წლამდე გაახანგრძლივა

 

დღეს შუადღით ტელიომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება 13 დეკემბერს მოხდა.

 

“მე ძალაინ ამაყი ვარ”

 

ფეხბურთელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ “ბარსა ტვ”–სთან ისაუბრა: “მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“. ახალგაზრდა მოთამაშემ ასევე პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრაზე ისაუბრა, როცა პრიმერაში “ვილიარეალთან” შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა მოედანზე: “მათ ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი“.

 

ტელიომ ასევე განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე 37–ე ნომრის შენარჩუნებას აპირებს: “ეს ნომერი იღბალს მაძლევს და ვიმედოვნებ, რომ გუნდზე დახმარების გაწევას შევძლებ“.

 

ლა მასია

 

ტელიო, რომელიც “ბარსას” სისტემაში 2002–2007 წლებში ასპარეზობდა კლუბში 2010 წელს დაბრუნდა. ის 2 წლის განმავლობაში “ესპანიოლში” თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის “ბარსელონას ბ”–ს მოთამაშეა უმეტესად პირველ გუნდთან ერთად იმყოფება.

 

ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი პირველ გუნდში 2011 წლის 8 ნოემბერს შედგა, როცა პეპ გვარდიოლამ ის “ოსპიტალეტთან” ათამაშა. ტელიომ იმ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. 2012 წლის 28 იანვარს მას პრიმერაში ჰქონდა დებიუტი. 1 კვირის შემდეგ კი “რეალ სოსიედადის” კარის დალაშქვრა მოახერხა.

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში