მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

“ბარსელონამ” 1 დღიანი დასვენების შემდეგ დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში გამართა. გუნდი მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართი დუელისთვის მზადებას აგრძელებს. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იყო, ასევე “ბარსელონა ბ”–ს მოთამაშე, კრისტიან ტელიო. დარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა ალექს სონგი, ერიკ აბიდალი კი მოედანზე, განცალკევებით იტვირთებოდა.

 

1 წელი ვილიას ტრავმიდან

 

დავიდ ვილია დღეს თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მან ფეხი მოიტეხა. იმ დაზიანების გამო ასტურიელ თავდამსხმელს 8 თვის გამოტოვება მოუწია.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=spzEHcPkMJE]

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში