მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “თუკი მოედანზე ვერ დავბრუნდები ტრაგედია არ მოხდება”

აბიდალი: “თუკი მოედანზე ვერ დავბრუნდები ტრაგედია არ მოხდება”

 

“ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა ისაუბრა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ აღდგენით პროცესზე, რომელიც მას გაზაფხულზე ჩაუტარდა.

 

“მე ვცდილობ ბრძოლას იმისთვის, რომ საფეხბურთო კარიერა გავაგრძელო. თუკი გამომივა ძალიან კარგი, მე ვითამაშებ. თუკი არა, მაშინ ტრაგედია არ მოხდება, მე გავაგრძელებ ნორმალურ ცხოვრებას ოჯახის წევრებთან ერთად. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვუმატებ დატვირთვებს. არ შემიძლია არ ვაღიარო ის, რომ ეს წელი ძალიან რთული იყო. მხარდაჭერისთვის ყველას მადლობად მინდა გადავუხადო” – განაცხადა ერიკ აბიდალმა.

 

ბოლო დროს გავრცელუბული ინფორმაციით ერიკ აბიდალი მოედანს პრიმერას მეორე წრეში დაუბრუნდება. მოედანზე მის გამოსვლას იანვარში ან თებერვალში ელიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში