მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეკერი: “ინიესტას უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე მესის და რონალდუს”

ბეკერი: “ინიესტას უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე მესის და რონალდუს”

წარსულში ცნობილმა ტენისის მოთამაშემ, გერმანელმა ბორის ბეკერმა განაცხადა და თვლის, რომ “ოქროს ბურთი” კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ უნდა მიიღოს. 

 

“ჩემი გამოკვეთილი ფავორიტი – ანდრეს ინიესტაა. არც ისე ძნელია “ბარსელონაში” ტიტულების მოპოვება, ხოლო ფეხბურთელების კლასი კი უკვე ეროვნულ ნაკრების მატჩებში ჩნდება. ინიესტამ უკვე დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ ვაფასებ მე მას უფრო მეტად ვიდრე მესისა და რონალდუს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა საკუთარი კლუბის მაისურით უამრავი გოლების გატანა მოახერხეს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არაფერს არ მიუღწევიათ.” – განაცხადა ბეკერმა. 

 

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 7 იანვარს, ციურიხში გაიმართება. ლიონელ მესი კი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჯილდოს არავის უთმობს.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში