19 მოთამაშე გაემგზავრება ხვალ კორდობაში. პირველი გუნდის 17 მოთამაშე (ვალდესი, ადრიანო და ინიესტა დაისვენებენ) და “ბარსა ბ”–ს 2 წევრი, ოიერი და ტელიო. მიუხედავად “ბეტისთან” მეორე ტაიმში შეცვლისა და გუშინ დარბაზში ვარჯიშისა კარლეს პუიოლი მაინც მოხვდა შეხვედრის განაცხადში. კაპიტანი დღეს სრული დატვირთვით, უპრობლემოდ ვარჯიშობდა.
შესაძლო 5 დებიუტანტი
განაცხადში შევიდა 5 ისეთი მოთამაშე, რომლებიც წელს თასის შეხვედრებში არ გამოჩენილან: პიკე, ჩავი, ალბა, პედრო და მესი. ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს კვლავ არ დაეხმარება ვიქტორ ვალდესი, რომელსაც სათასო შეხვედრებში ხოსე მანუელ პინტო ცვლის.
მატჩის განაცხადი: პინტო, ოიერი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ჩავი, ვილია, ალექსისი, მესი, ტიაგო, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, სონგი, ტელიო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Wf5PZ0QcD4E]
სურათები:
